ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერი გაიხსნა - (ფოტოები)

11:51 09-10-2019
27

კახა კალაძემ ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის სკვერი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანდასწრებით გახსნა.

width=650

მისი თქმით, ეს პროექტი საჩუქრად გადმოეცა ვილნიუსის საკრებულოდან დედაქალაქს, მთაწმინდის გამგეობამ კი განახორციელა პროექტი.

width=650

„კიდევ ერთი მაგარი სივრცე შეემატა დედაქალაქს ვილნიუსის სკვერის სახით. ყველას გვახსოვს არსებული მდგომარეობა, დღეს გვაქვს რადიკალურად სახე შეცვლილი გალამაზებული, მოწესრიგებული, გამწვანებული დასასვენებელი ადგილი, საბავშო სივრცით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ისტორიული ცენტრი ადგილი სადაც უამრავი სტუმარი იყრის თავს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ვილნიუსისა და თბილისს შორის მეგობრობის სიმბოლო. ეს პროექტი საჩუქრად გადაეცა ვილნიუსის საკრებულოდან დედაქალაქს და ჩვენ მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა პროექტი რომელიც მართლაც ულამაზესი გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

width=650

width=650

width=650