კალათბურთის ფედერაცია ზაზა ფაჩულიას ცოლს პასუხობს

21:49 09-09-2019
682

„ჩვენო ზაზა, ჩვენთვის დიდი პატივია შენი ღვაწლის დაფასება“, - კალათბურთის ფედერაცია ზაზა ფაჩულიას კარიერის დასრულებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მისი ღვაწლის დასაფასებლად მთელ რიგ ღონისძიებებს მოაწყობს.

„ქართული კალათბურთის წინაშე და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სათანადო ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფორმატისა და თარიღების შესახებ უახლოეს მომავალში ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვაცნობოთ საზოგადოებას“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

თუმცა, ფედერაციამ ვრცელი განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულიას მეუღლემ გამოთქვა გულისტკივილი, რომ მისი მეუღლის კარიერის დასრულება არავინ შეიმჩნია და ის ჯეროვნად არ დააფასეს.

თიკა ალავიძემ ეს პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა.