ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გარემო

მსოფლიო 1711640415

ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება

ალბათ, სხვებისგან ხშირად მოგისმენიათ და თავადაც განგიცდიათ, რომ დრო, თითქოს, სწრაფად გადის. ამის მიუხედავად, როცა ქალაქგარეთ, ბუნებაში, გავდივართ, ყველაფერი იცვლება. ახალი კვლევის თანახმად, ეს მართლაც ასე ხდება, რადგან ბუნებაში ყოფნისას ადამიანი დროის მიმდინარეობას სხვაგვარად აღიქვამს.თანამედროვე ცხოვრების ტემპი საკმაოდ სწრაფია, რადგან თითოეულ ჩვენგანს უწევს, სამსახურის, საოჯახო და პირადი საქმეები მოაგვაროს. შესაბამისად, მუდმივი განცდა გვრჩება, რომ საკმარისი დრო არ გვაქვს. ფსიქოლოგმა რიჩარდო კორეიამ დაადგინა, რომ ბუნებაში პირიქით ხდება და ზოგჯერ დროის სიუხვესაც კი ვგრძნობთ.მან გააანალიზა ნაშრომები, რომლებშიც შედარებულია, როგორ აღიქვამს დროს ადამიანი, როცა სხვადასხვა ტიპის საქმეს ურბანულ და ბუნებრივ გარემოში ასრულებს. მათში ნაჩვენებია, რომ მეორე შემთხვევაში გამოკითხული ინდივიდების აღქმაში დრო უფრო "იწელებოდა". მაგალითად, ქალაქგარეთ კონკრეტულ მანძილზე სეირნობისას, თითქოს, დრო უფრო ნელა გადიოდა, ვიდრე ქალაქში იმავე დისტანციის დაფარვისას.კვლევები ცხადყოფს იმასაც, რომ ბუნებაში ყოფნისას წარსულსა და მომავალს სხვაგვარად აღვიქვამთ. კერძოდ, ასეთ გარემოში რაიმეს კეთებისას ყურადღება იმ კონკრეტული მომენტიდან მომავალზე გადაგვაქვს, ამიტომ უფრო ფართო სურათს ვხედავთ და დროში შეზღუდულობას ვერ ვგრძნობთ. ფაქტობრივად, ნაკლებად იმპულსურები ვხდებით და ეს საშუალებას გვაძლევს, კმაყოფილებას ხანგრძლივ პერსპექტივაში მივაღწიოთ და არა რაც შეიძლება სწრაფად.ბუნებაში დროის გატარება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას განაპირობებს. ეს ნაკლებ შფოთვასთან, უკეთეს ძილთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემცირებულ რისკთან და სხვა დადებით შედეგებთანაა დაკავშირებული. მსგავსი ეფექტი შესაძლოა, კარგად ხსნიდეს, რატომ ცვლის ბუნება დროის აღქმას, რადგან ეს ჩვენს შიდა ბიოლოგიურ მდგომარეობასა და გარე მოვლენებზეა დამოკიდებული.შესაბამისად, სტრესი, შფოთვა და სხვა მსგავსი ფაქტორები იმაზე აისახება, თუ როგორ გადის ჩვენთვის დრო. დამატებით, ბუნებაში ყოფნა მეხსიერებასა და ყურადღების მოკრების უნარსაც აუმჯობესებს. მსგავსი შედეგის მისაღებად კი მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია, რადგან ბევრი ჩვენგანი ურბანული გარემოდან გასვლას უბრალოდ ვერ ახერხებს.

გული

საზოგადოება 1711637757

გამოვლენილია N1 ვარჯიში გულის ჯანმრთელობისა და არტერიული წნევის შესამცირებლად

ვარჯიში შესანიშნავი გზაა თქვენი გულის გასაძლიერებლად. ძლიერი და ჯანსაღი გული ზრდის სისხლის მიწოდების ეფექტურობას მთელს სხეულში, რაც თავის მხრივ ამცირებს არტერიულ წნევას.სულ ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვარჯიშის ერთი სპეციფიკური ტიპი, რომელსაც შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი სარგებელი  მოუტანოს გულის ჯანმრთელობას.მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა სახის ვარჯიში დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე, მაგრამ იზომეტრიული ვარჯიშები საუკეთესო ეფექტს იძლევა.იზომეტრიული ვარჯიშები არის სტატიკური ვარჯიშის სახეობა, რომელიც ხორციელდება კუნთების ჯგუფის განუწყვეტლივ შეკუმშვით მათი გახანგრძლივების ან გაფართოების გარეშე (მაგ., კედელზე ჯდომა, „სკამი“).„იზომეტრულ ვარჯიშებს შეუძლიათ გააძლიერონ როგორც გულის, ასევე ჩონჩხის კუნთები“, - თქვა ტრენერმა და დიეტოლოგმა ნიკოლ როდრიგესმა.კიდევ ერთმა დიეტოლოგმა განმარტა, რომ პარალელურად, არ თქვათ უარი სხვა ვარჯიშებზე.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1711637580

„ბევრი შეცდომის დაშვების რისკია“ - ნახეთ, რომელ დღეებში უნდა იყოთ ფრთხილად

ხუთშაბათი, 28 მარტიდღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები გვპირდებიან ცნობიერების, ლოგიკისა და ჭვრეტის გაზრდას. ნებისმიერი დავალება, რომელიც მოითხოვს გონებრივ მუშაობას, ჩვეულებრივზე ადვილი იქნება. თუმცა, ყოველთვის არ გაქვთ საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ. უპირველესად, თქვენ უნდა გინდოდეთ ამის გაკეთება, მაგრამ დღე, სამწუხაროდ, არ გიბიძგებთ საქმიანი ქმედებებისკენ. მხოლოდ თქვენი დიდი ძალისხმევით შეძლებთ დაძლიოთ სიზარმაცე და პასიურობა. მაშინ დღე უაღრესად ნაყოფიერი იქნება ისეთ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს ლოგიკასა და ნათელ გონებას: მეცნიერებაში, სწავლაში, ანალიტიკაში, დაგეგმარებაში და ა.შ.პარასკევი, 29 მარტიდღევანდელი ჰოროსკოპი სავსეა მრავალი ნაკლით და პირველ რიგში ეს ეხება სხვებთან ურთიერთობას. იყავით ფრთხილად: დღეს ვარსკვლავები მიდრეკილნი არიან ღელვისა და უკმაყოფილებისკენ, საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტისკენ. იმისთვის, რომ დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს, ეცადეთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ კრიტიკას (თუნდაც სამართლიანს) და ყველა პრობლემას ერთი დარტყმით გაუმკლავდით. შეგიძლიათ ყურადღება გაფანტოთ თქვენი ბინის დასუფთავებით.შაბათი, 30 მარტიდღეს ბევრი შეცდომის დაშვების რისკია - ჰოროსკოპის ვარსკვლავები მიდრეკილნი არიან აქტიური, მაგრამ არც ისე გონივრული ქმედებებისკენ. მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, უმჯობესია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიანებით გადადოთ. ზოგადად, ამ დღეს არ უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გააკეთოთ დიდი შესყიდვები - თუ, რა თქმა უნდა, არ გეშინიათ, რომ მეორე დღეს მოგიწევთ ნაბიჯების გამოსწორება და შესყიდვების დაბრუნება მაღაზიაში.კვირა, 31 მარტიამ დღეს მეტად კომუნიკაბელურები იქნებით. ასეთ დღეს უმჯობესია იმოქმედოთ ფორმულის მიხედვით: „ასჯერ გაზომე...“. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმკაცრემ და გამძლეობამ, რომელსაც ვარსკვლავები გვთავაზობენ, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი სხვებთან. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს უპირველესად საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ და არა სხვებს. ნებისმიერი გეგმა, რომელიც ეყრდნობა დიპლომატიას და თანამშრომლობას, ისევე როგორც ფულს, უმჯობესია გადაიდოს მოგვიანებით. მაგრამ დღე იდეალურია მკაცრი, მტკიცე გადაწყვეტილებების მისაღებად და თამამი წინსვლისთვის, მიუხედავად დაბრკოლებებისა! წაიკითხეთ ვრცლად

გიორგი ებანოიძე

პოლიტიკა 1711635310

მოსამართლე გიორგი ებანოიძე - არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“ სიცრუეში და მისი კომენტარის შეგნებულად დამახინჯებაში ადანაშაულებს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსამართლე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს. „სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“,- წერს ებანოიძე.მოვლენებს ქრონოლოგიურად, რომ გავყვეთ 2024 წლის 15 მარტს, გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მარიამ ბოგვერაძის ავტორობით სტატია „ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა“.სტატიაში ვკითხულობთ, რომ „არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგება საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს“ .ჟურნალისტს ერთ-ერთ ასეთ მოსამართლედ წარმოდგენილი ჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე, რომელზედაც მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ის „საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის მზაობას გამოხატავს“. აქვე იშველიებს ებანოიძის ციტატას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შეფასებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება შემოწმებას, კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“. სწორედ აღნიშნული კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის შესახებ წერს ებანოიძე. მოსამართლე ჟურნალისტისთვის მიწერილ კომენტარში წერს, „შემოწმება კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“. სწორედ ეს უკანასკნელი დაამახინჯა გამოცემამ განზრახ, რადგან „ ვეტინგი“ დარგის სპეციალისტების თუ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკვე არაერთხელ შეფასდა, როგორც არაკონსტიტუციური. განცხადება გაავრცელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, სადაც ვკითხულობთ : ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას“.,,ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს ,,კეთილსინდისიერების’’ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე“.სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანა ყველასთვის ადვილი მისახვედრია რასაც უნდა ემსახურებოდეს. ეს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის განხორციელების პირდაპირი მცდელობაა, რასაც როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ არ დაუშვებენ და სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებულ პერიოდს აღარასდროს დაუბრუნდებიან .ალბათ ყველასთვის ადვილად მისახვედრია რაში აწყობს „გლობალურ ომის პარტიას“ საქართველოში „ვეტინგის“ ამოქმედება ან ვინ უნდა შეამოწმოს საქართველოს სასამართლო სისტემა მაშინ, როდესაც ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსების მიხედვით, ქართული სასამართლო მოწინავე პოზიციებზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, აშშ-ს და ევროპის მოწინავე ქვეყნებს.და თუ მაინც რომელიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება დადგება დღის წესრიგში ამას ქვეყანა თავად მოახერებს. „დღეს საქართველოში ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1711634056

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

იტალიური CalcioNapoli 24 „სქაი სპორტზე“ დაყრდნობით ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ნეაპოლური მედია იტყობინება, კვარაცხელია ტრავმირებულია და სამედიცინოს შემოწმების შედეგად, დაუდგინდა მარცხენა ბარძაყის შემაერთებელი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა. ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა დიდი ალბათობით “ატალანტასთან” შეხვედრას გამოტოვებს.ნაპოლისა და ატალანტას მატჩი 30 მარტს გაიმართება.