ქუთაისში მოქალაქეს იარაღით სცემეს

16:26 09-09-2019
226

ქუთაისში მოქალაქე იარაღით სცემეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კერძო დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და თავში იარაღის ყუა ჩაარტყა, რა დროსაც მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. ის სასწრაფოდ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

თვითმხილველების განმარტებით, კერძო დაცვის თანამშრომლები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ამის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტში მონაწილე პირები დაცვის კომპანია „კასკადის“ თანამშრომლები იყვანენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარს ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილება იძიებს.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე