თასუას სამგლოვიარო მსვლელობა მარნეულში (ფოტო+ვიდეო)

14:18 09-09-2019
327

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ორგანიზებით მაჰარამის თვის მეცხრე, თასუას დღესთან დაკავშირებით სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო მარნეულში.

სექტემბერი - მაჰარამის წმინდა თვე, წლის პირველი თვეა მუსლიმური კალენდრის მიხედვით.

ამ თვის მე-9 და მე-10 დღეს აშურას - ორდღიანი გლოვის დღე აღინიშნება. ამ დღეს მუსლიმები იხსენებენ 72 წამებულ შიიტს. მათ შორის შიიტების მესამე იმამს - ჰუსეინს, რომელიც 680 წელს ბრძოლის ველზე მოკლეს პატარა ქალაქ ქარბალაში, დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე.

მარნეულში აშურას სამგლოვიარო მსვლელობა დილით დაიწყო და მთავარ მეჩეთამდე გაგრძელდა, სადაც მორწმუნეებმა ლოცვა გააგრძელეს.

 

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი