ვალერი მელაძის მეუღლე აცხადებს, რომ „MeladzeMusic“ - თან ურთიერთობას წყვეტს

13:40 09-09-2019
837

რუსი მომღერალი ალბინა ჯანაბაევა, რომელმაც პოპულარობა, მუსიკალური ჯგუფის VIA Гра-ს წყალობით მოიპოვა, განაცხადა, რომ კონსტანტინე მელაძესთან ურთიერთობას წყვეტს. მისმა აღიარებამ, თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო.

ჯანაბაევა, 2004 წლიდან  მჭიდროდ თანამშრომლობს მელაძესთან. ახლა კი მსახიობმა განაცხადა, რომ მან შეწყვიტა ურთიერთობა პროდიუსერთან, რომელმაც გზა გაუხსნა შოუ ბიზნესის სამყაროში. ამის შესახებ ინფორმაცია, მან „Instagram“- ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

”მე, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე „VIA Gra“-ს ჯგუფის წევრად მუშაობის დროს, რის შემდეგაც დავიწყე სოლო კარიერა. ამან, შესაძლებლობა მომცა, ახალ ავტორებთან ჩემი წრე გამეფართოვებინა, მოვიძიე თანამოაზრე ხალხი და ჩემი გუნდი! მადლობელი ვარ განვლილი წლების ...  უზომოდ ვცემ პატივს, კონსტანტინე მელაძეს!, - წერს მომღერალი.

width=600

დასასრულს, ალბინამ აღნიშნა: დიახ, „MeladzeMusic“-თან ჩემი თანამშრომლობა შეწყდა. მოდით, განვიხილოთ დისკუსიები და გავაგრძელოთ ახალი სიმღერის სიამოვნება.- წერს ალბინა.

width=600

შეგახსენებთ, რომ ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე მრავალი წლის განმავლობაში, თავიანთ რომანტიკულ ურთიერთობებს მალავდნენ. ალბინას გულისთვის, მომღერალი, პირველ ცოლს ირინას, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა, 20 წლიანი ქორწინების შემდეგ გაეყარა. 

 width=600

შეყვარებულმა წყვილმა, 2014 წელს ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმა. ვარსკვლავურ წყვილს, ორი ვაჟიშვილი - 15 წლის კონსტანტინე და 5 წლის ლუკა ჰყავთ.

width=600

ავტორი: რუსა ღვანიძე