თიანეთში კაცმა მეზობელი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

12:52 09-09-2019
629

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა მეზობელი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ზურაბ მამადაშვილმა კარის მეზობელ ოლეგ მამადაშვილს ჯერ ზურგის არეში დანა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სოფელში ამბობენ, რომ მეზობლებს შორის ჩხუბი და კონფლიქტი არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურა მამადაშვილი წარსულში ნასამართლევია და ის ციხიდან შეწყალებით გამოვიდა.

შემთხვევა სოფელ მამადაანებში 6 სექტემბერს მოხდა.