მადლობა უფალს ყველაფრისათვის - რას წერს დალი ჩიტალაძის შვილი მისი დაჭრის ფაქტზე

11:50 09-09-2019
350

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 8 სექტემბერს, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის დალი ჩიტალაძის შვილი, ვახტანგ სუთიძეა. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

ვახტანგ სუთიძე ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და სიყვარულისათვის. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!“, - დაწერა სუთიძემ.

სამართალდამცველებმა დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.