რაფაელ ნადალი აშშ-ის გრანდ სლემის გამარჯვებულია

09:52 09-09-2019
17

რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონი და „დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონი გახდა. ის მხოლოდ ერთი ტიტულით ჩამორჩება როჯერ ფედერერს და სამით უსწრებს ნოვაკ ჯოკოვიჩს.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ოთხი საათი და 49 წუთი ბრძოლის შემდეგ ხუთ სეტში მოუგო რუს დანილ მედვედევს – 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4.