ჭოლას ქალიშვილის ქორწილის ულამაზესი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

21:59 09-08-2019
1855

რეჟისორ ლევან წულაძის (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას შვილი დაქორწინდა. თინათინ წულაძის რჩეული გიორგი კოტეტიშვილია, რომელიც სოციალური ქსელში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად Red Bull-ის სპორტული მენეჯერია.

გიორგი კოტეტიშვილმა თინათინს ხელი ივნისში სთხოვა და წყვილმა ჯვარიც დაიწერა, თუმცა თინათინის ერთვიანი გასტროლების გამო ქორწილი გადაიდო. თინათინ წულაძე სუხიშვილების მოცეკვავეა.

ამჯერად კი ულამაზესი და ძალიან მხიარული საქორწინო ცერემონია კვარიათში, ზღვის პირა გაიმართა. სოციალურ ქსელში მანანა კოზაკოვამ წყვილის ქორწილის ულამაზესი კადრები გაავრცელა.