თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე 39 წლის კაცი დაჭრეს

13:43 09-08-2019
54

თბილისში, თარხნიშვილის N9-ში 39 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.