თბილისის კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა - ხატია ბუნიათიშვილი

00:44 09-08-2019
128

საქართველოში, ხატია ბუნიათიშვილი კონცერტს 28 სექტემბერს გაიმართება. კონცერტის ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ამის შესახებ პიანისტმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

ბუნიათიშვილმა აღნიშნა, რომ 29 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი ჩატარდება, ხოლო ინფორმაციას ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი გაავრცელებს.

„ჩემო ძვირფასებო,

თბილისის 28 სექტემბრის კონცერტის ბილეთები რამოდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს, კონცერტზე ვერ დასწრების გამო. გადავწყვიტეთ, ვატო კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დავამატოთ ერთი კონცერტი - 29 სექტემბერს. ვითვლი დღეებს ❤️

ინფორმაციას, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, მოგაწვდით ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრი“,- წერს ბუნიათიშვილი.