ლაფანყურში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

00:40 09-08-2019
14

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების ნაწილი მდინარე ლოპოტასკენ მიმავალ გზაზეა შეკრებილი.

ჰესისკენ ტექნიკის გადაადგილების შესაფერხებლად, ადგილობრივები გზაზე მორიგეობას გეგმავენ.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰესისკენ ტექნიკის შეყვანას გეგმავენ.
ამ მშენებლობის გამო, საფრთხე ემუქრება სოფელს და ამიტომ არ დავუშვებთ აქ ჰესის აშენებას. მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, კიდევ უამრავი ღამის გათენება რომ მოგვიწიოს - განაცხადა ნინო მაჩხოშვილმა.

ბოლო ინფორმაციით, მოსახლეობა, შეკრებას, ხვალ, დილის ექვსი საათიდან გეგმავს და ხელისუფლებისა და შპს „ართანა ლოპოტას“ წარმომადგენლებთან შეხვედრას დაელოდება.

თავად შპს „ართანა ლოპოტას“ წარმომადგენლობა, განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ორშაბათს გააკეთებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი