საკეისრო კვეთის დროს აუტიზმის განვითარების რისკი იზრდება - კვლევა

00:38 09-08-2019
29

საკეისრო კვეთის 20 მილიონი შემთხვევა შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის მეცნიერებმა შეისწავლეს.

კვლევაში 19 ქვეყნიდან 20 მილიონი ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ისეთები, ვინც იმშობიარა, და ისეთებიც, ვისაც საკეისრო კვეთა გაუკეთდა. როგორც აღმოჩნდა, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებს შორის 33%-ით მეტი აუტიზმის შემთხვევა დაფიქსირდა. 

მკვლევართა ვარაუდით, მიზეზი შესაძლოა დედის მიკროფლორასთან ახალშობილის კონტაქტის არარსებობას უკავშირდებოდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამის გამო ბავშვის იმუნური სისტემის განვითარება დაირღვეს, რაც ნეგატიურად აისახება ტვინის მუშაობაზე.

აღსანიშნავია, რომ კვლევას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მათი თქმით, კვლევაში არ იყო გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ჩატარების მიზეზები, რაც ხშირად სწორედ აუტიზმის მაპროვოცირებელია.