მძიმე სენით დაავადებულ 13 წლის ბიჭს ცხოვრების ხალისი უცნობი ხალხის წერილებმა დაუბრუნეს

00:27 09-08-2019
241

ბრიტანელ 13 წლის რის უილიამსს კანის უიშვიათესი დაავადება აქვს, მისი კანი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება. მცირე ზეწოლასაც კი სხეულზე ჩაქცევები და ჭრილობები შეუძლია გამოიწვიოს, ამიტომ რის უილიამსის კიდურები მეტწილად ნაჭრით აქვს შეხვეული.

დაავადებით გატანჯული ბიჭი ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, მან ამის შესახებ დედასაც კი უთხრა. დედამ შვილისთვის სიცოცხლის ხალისის დასაბრუნებლად სოციალურ ქსელში დაწერა და მომხმარებლებს სთხოვა, ბიჭისთვის დაბადების დღის აღსანიშნავად მისალოცი ბარათები გამოეგზავნათ.

დედის თხოვნას დიდი გამოხმაურება ჰქონდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ბიჭმა ათასობით წერილი მიიღო სრულიად უცნობი პირებისგან.

„ეს იყო გამაოგნებელი, მოდიან ადამიანები და მოაქვთ წერილები, მისალოცი ბარათები, ფეისბუქზე აგზვანიან ათასობით წერილს, ბოლოს კი წერილებით დატვირთული მანქანაც მოვიდა. ჩემი შვილი ძალიან ბედნიერია, მას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა“- დაწერა დედამ სოციალურ ქსელში.

ბიჭს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბიც გამოეხმაურა და სთხოვეს გუნდის „თილისმა“ გამხდარიყო, რასაც რისი სიხარულით დათანხმდა.

წყარო: The Mirror