„გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან“ - მიშა ანდღულაძე სალომე ზურაბიშვილს

00:14 09-08-2019
10371

„კომედი ჯგუფის“ მსახიობი, მიშა ანდღულაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

მიმართვას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალიტა ზურაბიშვილს

გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან:

მახსოვს წლების წინ როცა ქალაქში დიდი "პატრიოტული" აქციები მძვინვარებდა თქვენი და მაშინდელი ოპოზიციის თაოსნობით , ტელევიზიის თანამშრომლებს მაშინ ყოველდღე თქვენს მიერ ორგანიზებული "სირცხვილის კორიდორის" გავლით გვიწევდა შესვლა სამუშაო სივრცეში. რადგან თქვენი აზრით მაშინ ჩვენ "ნაცების " მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში ვმუშაობდით. მაინტერესებს ახლა რა ხდება "სირცხვილის კორიდორებთან" დაკავშირებით?

პასუხი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისამართზე გამომიგზავნეთ“, - წერს ანდღულაძე.