ემოციური კადრები - როგორ შეხვდა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ ჯარისკაცს შვილი

22:16 09-07-2019
2106

დღეს უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინელი პატიმრების ნათესავები კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში იმყოფებოდნენ, სადაც სპეციალური რეისით დაეშვა თვითმფრინავი.

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიურო ავრცელებს ემოციურ კადრებს, რომელშიც ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრებთან შეხვედრაა გადაღებული.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ მეზღვაურებს აეროპორტში დახვდა.

კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში ამავე სპეციალური რეისის საშუალებით მოსკოვში რუსი პატიმრებიც გაემგზავრნენ.

როგორც ცნობილია, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცედურა 35-35-ის ფორმულით მიმდინარეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე 35 ტყვეს ათავისუფლებს. მათ შორის არის 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასული წლის ნოემბერში დააკავა.