„პატრიოტთა ალიანსის" აქციას სამეგრელოც უერთდება

21:38 09-07-2019
264

ხვალ სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის მიერ დაგეგმილ აქციას სამეგრელოდანაც უერთდებიან.

„მივემგზავრებით დილის რვა საათიდან. გავდივართ წალენჯიხიდან და შემდეგ შემოგვიერთდებიან მხარდამჭერები სამეგრელოს ქალაქებიდან. ლოკაცია იქნება ქუთაისი, საიდანაც შევუერთდებით თბილისის აქციას სპორტის სასახლეში. სულ ვიქნებით 70 სამარშრუტო ტაქსი და რამდენიმე მამქანა,- უთხრა „პრაიმტაიმს წალენჯიხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დათა აკობიამ.

ხვალ „პატრიოტთა ალიანსის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად აქციას სპორტის სასახლეში 16 საათზე გამართავენ.

ავტორი: თეა შონია