როგორ მოიქცა სტიქიის დროს უსინათლო მამა პარალიზებული შვილის გადასარჩენად

19:00 09-07-2019
622
49 წლის ბრენტ ლოუ და მისი 24 წლის შვილი ქარიშხალ „დორიანის“ დროს სტიქიას თავს საკუთარ სახლში აფარებდნენ, რა დროსაც ქარიშხალმა სახლს სახურავი ახადა, თავად ბრენტი უსინათლოა, მისი შვილი კი პარალიზებულია.

ქარიშხალმა სახლი ნანგრევებად აქცია, მამამ კი შვილის გადარჩენა მაინც შეძლო, მან ვაჟი ზურგზე შეისვა და სახლიდან ისე გამოიყვანა, შემდეგ კი მამა-შვილმა თავი უახლოეს შენობას შეაფარეს. ამ ისტორიაზე New york Times-მა დაწერა.

შემთხვევის დროს აბაკოს კუნძულებზე ქარის სიჩქარე 354 კმ/სთ-ს აღწევდა.

ბრენტ ლოუ, მისი შვილი და რამდენიმე მეზობელი დახმარებას 2 სექტემბრამდე ელოდნენ, როდესაც ისინი ავტობუსით თავშესაფარში, შემდეგ კი ბაჰამის კუნძულების დედაქალაქში - ნასაუში გადაიყვანეს.

ქარიშხალი „დორიანის“ ნგრევის მასშტაბები ბაჰამას კუნძულებისთვის უპრეცედენტოა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება ათასობით მოქალაქე და რამდენ მათგანს იპოვიან ცოცხალს, უცნობია.  ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობის საბოლოო მონაცემი შესაძლოა უკიდურესად შემაშფოთებელი იყოს.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, დიდი ბაჰამის კუნძულზე მდებარე საცხოვრებელი სახლების 45% სავარაუდოდ მთლიანად არის განადგურებული, დანგრეულია 13 000 საცხოვრებელი და კომერციული ფართი აბაკოზე.