მე ვამაყობ ამ ბიჭებით - გიორგი გაბუნია თანამშრომლებზე

18:22 09-07-2019
903

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის live ჩართვაში, მაყურებელს „მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენები გააცნო.

მან აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ - ში დაცვის თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ყოველგვარი დაფიქრების გარეშე სამსახურიდან წასვლის განცხადებები დაწერეს.

„უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ერთადერთი დეპარტამენტი, რომელმაც გადაწყვიტა, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე წასულიყვნენ. როცა „რუსთავი 2“ დასრულდა, მოაწერეს ხელი და ყველა ერთხმად წამოვიდა. მე ვამაყობ ამ ბიჭებით“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ  „მთავარი არხი“  მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს.