მარიამ ჯაში განათლების სექტორში ახალი მთავრობის ხედვით დაინტერესდა

17:41 09-07-2019
31

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, გაგრძელდება თუ არა  რეფორმები განათლების სისტემაში.

„ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფომ დააანონსა და დაიწყო განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმებისა განათლების სექტორში, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების ასევე განათლების სექტორში შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით, ეს არის ნამდვილად  ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენი შეხვედრების ფორმატში დადებითად აფასებს არა მხოლოდ აკადემიური სექტორი პედაგოგიური კორპუსი, არამედ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი,“ - განაცხადა ჯაშმა.

მან გიორგი გახარიას ასევე გადასცა საზოგადოების თხოვნა იმის თაობაზე, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურების და შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი, დადებითი ცვლილებების დიდი მოლოდინი აქვთ.