ზემო ფონიჭალაში ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, არიან დაშავებულები

17:01 09-07-2019
27

ზემო ფონიჭალაში „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, ავარიისას ავტომანქანის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ოთხივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.