„მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს“ - დიანა ღურწკაიამ რუს პოლიტიკოსს უმღერა

16:27 09-07-2019
182

რუსეთში მოღვაწე მომღერალმა დიანა ღურწკაიამ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად იმღერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სიმღერას, რომელიც ღურწკაიამ ანდრეი მეტელსკის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ კონცერტზე შეასრულა, „მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს“ ჰქვია.

სოციალურ ქსელებში ღონისძიების ორგანიზატორების იდეა არაეთიკურად მიიჩნიეს და ნაწილმა თავად ღურწკაიაც გააკრიტიკა.

ცნობისთვის, მოსკოვში დუმის არჩევნები ხვალ, 8 სექტემბერს გაიმართება.