იცით, რომელი ცნობილი მომღერალია ფოტოზე - ბავშვობიდან გარდაცვალებამდე

14:15 09-07-2019
5345

ფოტოზე თქვენ ხედავთ ცნობილ ბრიტანელ შემსრულებელს ემი უაინჰაუსის ბავშვობას. ლეგენდარული მომღერალი 14 სექტემბერს 36 წლის გახდებოდა. 

ემი 2011 წელს, 27 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა მან მცირე ასაკის მიუხედავად მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ემი უაინჰაუსი 1983 წლის 14 სექტემბერს საუთგეიტის (ლონდონი) რაიონში ბრიტანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მამამისი, მიტჩელ (მიტჩ) უაინჰაუსი ტაქსის მძღოლი იყო, დედა, ჯენის უაინჰაუს სიტონი კი ფარმაკოლოგი გახლდათ.

ბრიტანული პრესა წერდა, რომ მამა ემის ხშირად უმღეროდა ფრენკ სინატრას სიმღერებს და გოგონა იმდენად მიეჩვია სიმღერას, რომ ყოველთვის ღიღინებდა და კლასში მისი გაჩუმება რთული იყო. ემის მშობლები დაშორდნენ, როდესაც ის 9 წლის იყო.

ამავე პერიოდში ბებიის, სინთიას შემოთავაზებით, დედამ ემი მიიყვანა სიუზი ერნშოუს თეატრალურ სკოლაში. 10 წლის ასაკში ემიმ ბავშვობის მეგობარ ჯულიეტ ეშბისთან ერთად დააარსა რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour.

ერნშოუს სკოლაში ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდგომ კი გადავიდა სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში, საიდანაც გარიცხული იყო 14 წლის ასაკში - თითქოს და დაუსწრებლობისა და ცხვირზე პირსინგის გამო, თუმცა, სილვია იანგი ამ ინფორმაციას უარყოფა - „15 წლის ასაკში იგი სკოლებს იცვლიდა - გავიგე, რომ გარიცხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მე მას არასოდეს გავრიცხავდი.“

მისი 2003 წლის სადებიუტო ალბომი — Frank მერკურის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2007 წლის 14 თებერვალს მან მიიღო ჯილდო Brit Award საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი ქალბატონის ნომინაციაში, ისევე როგორც სამჯერ - აივორ ნოველოს ჯილდო. გამოსცა ორი სტუდიური ალბომი.  

ნახეთ ფოტოები ემის ბავშვობიდან მის გარდაცვალებამდე... როგორ იცვლებოდა პოპულარული მომღერალი და რა კვალი დატოვა მასზე ნარკოტიკებმა.