პოლიციამ ამ დრომდე ვერ მიაგნო ჩვილს, რომელიც დედამ გადააგდო- ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

14:12 09-07-2019
496

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მშობიარობის შემდგომი გართულებებით თემქის საავადმყოფოში გადაიყვანა, კვლავ მძიმეა, ის ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ჩვილის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი N5-ე სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს, თუმცა მას ახალშობილი თან არ ახლდა, რის გამოც სამართალდამცველები გამოიძახეს.

წინასწარი ინფორმაციით, ექიმებთან საუბრისას ქალმა ჩვილის გადაგდების ფაქტი აღიარა.

როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია ქალს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც დღეს დილით სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს