ვინ დაეხმარა ემზარ კვიციანს მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლაში

10:54 09-07-2019
99

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლაში მამიდაშვილის დაქალი დაეხმარა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ ის დღეს პარლამენტში ზის და არა ციხეში. 

„მე ფაქტიურად რუსეთიდან გამოვიქეცი, ანუ დეპორტაციით წამოვედი. დამეხმარნენ კეთილი ადამიანები. პირდაპირ შემიძლია სახელი და გვარი ვთქვა. ეს ქალბატონი მასკალკოვაა, ჩემი მამიდაშვილის დაქალი. ის დამეხმარა. რუსეთი არ მიშვებდა და თქვენ აქ არ მიღებდით. ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ქუჩაში იყო დარჩენილი, ჩვენს ბინაში შეასახლა და მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვზივარ და არა ციხეში,“ - განცხადა კვიცინმა

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა, დღის პირველ ნახევარში გაიმართება, შემდეგ კი, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე, კანონმდებლები 8 სექტემბერს იმსჯელებენ. 

„ქართულ ოცნებას“ მთავრობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება.