ნაძალადევში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

09:48 09-07-2019
9

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, რიონჰესის ქ. N59 ,,გ“-ში, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 7 სექტემბერს, 23:00 საათიდან 8 სექტემბრის დილის 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: დადიანის ქ.  N 259,261,263; სააკაძის ქ. N  179-195,  ჯავის ქ. N 1-14, რიონჰესის ქუჩას“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.