ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1713537932

„7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე“ - არჩილ თალაკვაძე

„გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.„ვინ გვესაუბრება - 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესი ძალადობით.გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!ახლა გამოდიხართ, შეურაცხყოფას აყენებთ პოლიციელებს, თან გულზე მჯიღს იცემთ - პოლიციას გაუმარჯოს და ჩვენი პოლიციის გვერდით ვართო, ვის გვერდით ხართ? გვერდით კი არ ხართ, იმ დღეს გამწარებულები ეძებდით, პოლიციის დამატებითი დანაყოფები სად არიანო, რომ იქნებ ახალგაზრდებთან რაღაც ფიზიკური კონტაქტი მომხდარიყო“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1713537400

თქვენ გინდათ, რომ ქართველ ხალხს გამოულაყოთ ტვინი, ვერ შეცვლით და ვერ გადაწერთ ისტორიას - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის 76-ე მუხლს არღვევს და ევროპულ მომავალზე უარს ამბობს. ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.„ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა არავინ, ვინც არ ამბობს, რომ ეს კანონი ცუდია ევროკავშირის გზაზე. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზეა საუბარი. ევროკავშირზე ამბობთ ამით უარს. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ თქვენ არ გინდათ ევროკავშირი. თქვენ გინდათ, რომ ქართველ ხალხს გამოულაყოთ ტვინი, ვერ შეცვლით და ვერ გადაწერთ ისტორიას, ქართველი ხალხი აუცილებლად გაგიშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი

პოლიტიკა 1713536765

„არანაირი გამართლება არ აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში“ - ანა ნაცვლიშვილი

„არანაირი გამართლება არა აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში და იმ სისასტიკეს, რომელზეც დაკავებული ადამიანები საუბრობდნენ“, - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.მისივე თქმით, არ აქვს გამართლება იმას, რომ ქვეყანა საბჭოთა კავშირში დაწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ხელმძღვანელობს.„არანაირი გამართლება არა აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში და იმ სისასტიკეს, რომელზეც დაკავებული ადამიანები საუბრობდნენ. არანაირი გამართლება არა აქვს იმას, რომ 21-ე საუკუნის ქვეყანაში, რომელიც, ჯერ კიდევ, კონსტიტუციის დონეზე, აცხადებს რომ მას უნდა ცივილიზებული ევროპული მომავალი, დემონსტრანტების დაკავების დროს ხელმძღვანელობს საბჭოთა ქვეყანაში დაწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“,  - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

kaxa kaladze

პოლიტიკა 1713536518

„იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ“ - კახა კალაძე ოპოზიციონერებზე

აქციის დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრა და შეურაცხყოფა, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა."ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ - ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები,"- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1713535285

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ - სააკაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონული ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სთხოვა, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან და ბორდის თავმჯდომარედ თავად მიხეილ სააკაშვილი განიხილონ, ხოლო მის მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს."რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!ახლა "არა რუსულ კანონს" და "არა რუსულ რეჟიმს" განუყოფელი ლოზუნგებია.ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.