ნიკა გვარამია უკრაინაში არ გაუშვეს

18:49 09-06-2019
261

„ფულის გათეთრება დამატებულია იმისთვის, რომ მე კომუნიკაცია გამიჭირდეს ინვესტორებთან. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მჭირდებოდა წასვლა და არ გამიშვეს“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „ძლიერი ნერვები აქვს და ადამიანებთან სამართლებრივად კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს“.

„ფულის გათეთრება დამატებულია იმისთვის, რომ მე კომუნიკაცია გამიჭირდეს ინვესტორებთან. არანაირი პრობლემა არ არის, მე არ ვიქნები დირექტორი და სხვა იქნება. მორჩა მეგობრებო, დაიხურა ეს ფურცელი. ჩვენ ვიწყებთ, ვიღაცა დამთავრდა. აღკვეთი იქნება ხვალ. ვერაფერს ველოდები და ვერ გეტყვით, ვნახავთ რა იქნება,. ერთადერთი, სადაც გამომიძახეს ხედავთ, რომ მოვედი. რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა, ეს არ გამიხმოვანებია და არ გამიშვეს. მაგრამ მაინც შევძელი მათთან კომუნიკაცია ინტერნეტ-თათბირით და გადაწყვეტილებებიც მშვენიერი გამოვიტანე. ყველაფერი წესრიგშია ,ყველაფერი კარგად არის, „მთავარ ტელევიზიას“ დაელოდეთ და თქვენ ისევ გამოხვალთ იმ ინფორმაციულ ვაკუუმიდან, რომელშიც ახლა ხართ. 

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვაპირებ ვუხელმძღვანელო ტელევიზიას და წავიყვანო გადაცემა. რა თქმა უნდა, მთავარი ჩემი გეგმაა ბიძინა ივაბნიშვილი არ იყოს ქვეყანაში ხვალ, როდის გამოვა ეს არ ვიცი“, - განაცხადა გვარამიამ.

დღეს გვარამიას მიმართ პროკურატურამ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, ასევე ყალბი გარიგებებს გულისხმობს.

პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორსზურაბ იაშვილს

ახალი ბრალის წარდგენამდესაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.