ნიკა გვარამია პროკურატურაშია - ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე უკვე დავასრულე

18:21 09-06-2019
105

ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა. მან უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ყველაფერი მთავარი არხის მიკროფონის ბრალია და ეს მიკროფონი დახევს ყველას.

„პრობლემა არის ეს მიკროფონი, რომელიც დროებითია და ნამდვილი მალე იქნება ნამდვილი და საბოლოო. ამათზე კარგი, ისევე როგორც ნიუსი. ბოდიში კოლეგებო. დღეს ვარ აბსოლუტურად ემოციებისგან დაცლილი და მშვიდი, რამდენიმე მიზეზის გამო. უკვე ეს გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფცია ჩემთვის წითელი ხაზია და მიუღებელი უკვე ამისი გამოხატვა არ შემიძლია, რადგან პროკურატურისგან მომდის ანეგდოტები, მოგონილი ისტორიები. რომელიც ბუნებაში არ ყოფილა, მეუბნებიან ფული, რომელიც იყო, არ ყოფილა. მერე რა რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს. რა უნდა ვუპასუხო ახლა ამას. 

ვარ მშვიდად კიდევ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე უკვე დავასრულე. ამ მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა ყველაფერი მზადაა და ყველაფერი გაკეთებულია. ჩემი სადმე ჩაჯენა, იზოლირება და ა. შ არავითარ შედეგს არ გამოიღებს.

ველოდები ყველაფერს, საერთოდ არ მიმაჩნია ამ ხელისუფლების მხრიდან პრობლემად და მოულოდნელობად, რომ დაგვაკაონ მე და სხვები. ეს ხელისუფლება დაკავებულია ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვრებიდან.

ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს არის დამკრძალავი კომისია, ისინიც მალე გააცნობიერებენ, მაგრამ რომ არ ეშველა „რუსთავი 2“-ს და ჩვენთან რომაა ყველა, ვინც მაგარია ამ ქვეყანაში, ამას არ ეშველება ნიკა გვარამიას დაჭერით, აქ იმიტომ არიან, რომ ფასეულობა ვისაც ჰქონდა, წამოვიდა იქ, სადაც უნდა იყოს. ამიტომ, ღიად ვაცხადებ, ეს ადამიანები ვინც ჩემს უკან დგანან, გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს, იქნება ნიკა გვარამია დროებით მათთან თუ არა. კვესიტაძე შეიძლება ცოტა ხნით დაობლდეს, მეტი არანაირი ცვლილება არ იქნება.

დიტო საძაგლიშვილს ვაბარებ ოფიციალურად დირექტორის მოვალეობის შესრულებას, დანარჩენებმა ყველამ თავისი საქმე იცის - ნოდარი, როგორც ყოველთვის, გააკეთებს საუკეთესო ნიუსს, ვანო -  საუკეთესო სოციალურ იუმორს, დიკო და პაატა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო კურიერს გახსნიან, კვესიტაძე - ობლად ან არაობლად, გაბუნია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს იმ სფეროს რომელიც ჩაბარებული აქვს და ასევე P.S-იც იქნება ისეთი, როგორიც არის და გიჟი ჟორჟოლიანი ახალ ამპლუაში იქნება ბევრად უფრო უკეთესი, როგორც ოდესმე. ამ ამბავს, მეგობრებო, აღარაფერი ეშველება. ჩვენს მაყურებელს ვპირდები, რომ მე აქ შევალ აუცილებლად და გამოვალ თუ არა ეს თქვენს იმედზე არ უნდა აისახოს. ახალ ტელევიზიას ხელ;ახლა აუცილებლად ნახავთ. ნიკა გვარამიასგან „ქართული ოცნება“ ტუ გააკეთებს ნელსონ მანდელას, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას. როგორ მთავრდება ეს ისტორიები, ყველამ კარგად ვიცით“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

გვარამიას მიმართ პროკურატურამ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანარაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასასევე ყალბი გარიგებებს გულისხმობს.

პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორსზურაბ იაშვილს

ახალი ბრალის წარდგენამდესაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.