რეზინის ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები იქნება დასაცავი - გახარია

17:18 09-06-2019
104

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარკვეულ პროცედურებს შეცვლიდა, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ რეზინის ტყვიებს ყოველთვის გამოიყენებს, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქის ჯანმრთელობა იქნება დასაცავი.

„დღევანდელი გადმოსახედიდან ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულ პროცედურებს შევცვლიდი. არის გარკვეული ინსტრუქციები სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებაზე, მაგრამ სრულად ვერ ამოვიღებდით (რეზინის ტყვიებს)“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის რეზინის ტყვიებს სხვა შემთხვევაში, გიორგი გახარია პასუხობს: „ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქის ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდასხმისგან იქნება დასაცავი“.

მისივე თქმით, არ ყოფილა გაცემა ბრძანება, რომ ადამიანებისთვის თავში დაემიზნებინათ. დამაზუსტებელ კითხვებზე, თვითნებობდნენ თუ არა სამართალდამცავები, გახარია პასუხობს, რომ ევროპული საქართველოს დეპუტატები ტყუიან.

ცნობისთვის, გახარიას მთავრობას საქართველოს პარლამენტში ევროპული საქართველოს ფრაქციის ფორმატში უსმენენ.