მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი - ვის უძღვნის სამადლობელ პოსტს ზაზა ფაჩულია

15:36 09-06-2019
757

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც NBA-ში მისი გაწევრიანების 16 წელს ეხება.

„16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი.
ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული.
მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად .
არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა ...
მადლობა“, - წერს ფაჩულია.