„ვიცი, რომ კმაყოფილი დარჩებით” - ნიკი მინაჟის მოულოდნელი გადაწყვეტილება მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ

14:36 09-06-2019
112

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, რეპერმა ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მომღერალმა ინფორმაცია, „Twitter“-ის გვერდზე გამოაქვეყნა.  

width=600

36 წლის მომღერალმა, რომლის ნამდვილი სახელია ონიკა ტანია მარაჟი, აღნიშნა, რომ იგი კარიერას, ოჯახური მიზეზის გამო ემშვიდობება.

”მე გადავწყვიტე წავსულიყავი და საკუთარი ოჯახი შემექმნაა - ვიცი, რომ თქვენ კმაყოფილი დარჩებით” - წერს მინაჟი.

width=600 

ინტერნეტპორტალი „TMZ“ აღნიშნავს, რომ ორაზროვანი ფრაზა, მომღერლმა არაკეთილმოსურნე ადამიანებს მიმართ გააჟღერა.

მივმართავ თაყვანისმცემლებს, რომლებით მე მემხრობიან, მინდა რომ ჩემს სიკვდილამდე გიყვარდეთ - მე, მთელი ცხოვრება მეყვარებით,“- ხაზი გაუსვა მომღერალმა.

width=600

აგვისტოში მინაჟმა განაცხადა, რომ 80 დღის შემდეგ იგი დაქორწინდებას აპირებს თავის შეყვარებულზე, კენეტ პეტიზე. 

width=600

შეგახსენებთ, რომ მინაჟმა, ოთხი სრულმეტრაჟიანი სტუდიური ალბომი გამოუშვა. იგი გახდა აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული მუსიკალური ჯილდოს(American Music Awards) გამარჯვებული კატეგორიებში - საყვარელი რეპ / ჰიპ-ჰოპი შემსრულებელი და საყვარელი რეპ / ჰიპ-ჰოპი ალბომი.

width=600

რამდენჯერმე მიიღო „MTV Video Music Awards“-ის პრემია, მისი სიმღერების მუსიკალური ვიდეორგოლისთვის; 10-ჯერ იყო ნომინირებული - „Grammy“-ის დაჯილდოებაზე.

 

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე