ერთხელ და სამუდამოდ რეგიონი გავწმინდოთ „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებისგან - თორნიკე რიჟვაძე

14:27 09-06-2019
1147

„ერთხელ და სამუდამოდ რეგიონი გავწმინდოთ ნაცმოძრაობის ნარჩენებისგან“ , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. 

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რაც გვაქვს და როგორც უკვე გითხარით, წლის ბოლომდე ჩვენი გეგმის შესაბამისად უნდა შევძლოთ სამი მილიარდი ლარის ახალი საინვესტიციო პროექტების მობილიზება და 6000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ასე რომ, ნუ აყვებით ჭორებს და ჩვენ ვინც ამ ჭორებს გვივრცელებს, საქმით დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი გეგმა როგორც წელს, ასევე მომავალ წელს გახლავთ ის, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ რეგიონი გავწმინდოთ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან.“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.