74 წლის ქალმა ტყუპი გააჩინა

11:07 09-06-2019
110

ინდოეთში მცხოვრებმა 74 წლის ერამატი მანგაიამამ ტყუპი გოგოები გააჩინა. ინფორმაციას Hindustan Times-ი ავრცელებს.

ქალი ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით დაორსულდა და ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა. 

მანგაიამა და მისი 80 წლის ქმარი რაჯა რაო 1962 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ბავშვის გაჩენას 57 წელი ცდილობდა.