ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლეს

18:25 09-05-2019
95

ავღანეთის დედაქალაქში ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

ჯარისკაცები ქაბულში საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაიღუპნენ. ერთი გარდაცვლილი აშშ-ის მოქალაქეა, ხოლო მეორე რუმინეთის. ორივე ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მსახურობდა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის მიხედვით, დაღუპული ჯარისკაცის ვინაობას ოჯახისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 24 საათის შემდეგ გაასაჯაროებენ.