კაფუს 30 წლის შვილი გარდაეცვალა

15:37 09-05-2019
88

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კაფუს 30 წლის შვილი გარდაეცვალა. ბრაზილიური მედიის ცნობით, ფეხბურთელის ვაჟმა მეგობრებთან ფეხბურთის თამაშის დროს გონება დაკარგა და დაეცა.

გონების დაკარგვის შემდეგ დანილო დაუყონებლივ რეანომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანაში მას გული გაუჩერდა და ექიმებმა ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კაფუ სხვადასხვა დროის განმავლობაში „რომასა“ და „მილანში“ თამაშობდა. 1994 და 2002 წლებში, ბრაზილელი მცველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ სამ ფინალში ითამაშა.