სასწრაფოდ: თემქაზე სავარაუდოდ ქალი მოკლეს და სახლში ხანძარი გააჩინეს

13:00 09-05-2019
1085

ხანძარი იყო ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამაშველი სამსახურს გარდაცვლილი ქალბატონი დახვდა. 

მეზობლების გადმოცემით, ქალი სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ სახლში ხანძარი გააჩინეს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელებმა სახლიდან ფული წაიღეს.  

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. 

ქალს, ჭრილობა სავარაუდოდ თავის არეში აქვს მიყენებული. 

შსს-ში განგვიმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შემთხვევის ადგილზე არკვევს.