წითელას აფეთქება - დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ახალ ზელანდიაში

13:00 09-05-2019
83

2019 წლის 1 იანვრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ახალ ზელანდიაში წითელას დაავადების 1051 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოედებს 12 თვიდან 50 წლამდე ასაკის ყველა ადამიანს, რომ აიცრან.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ეფექტური ვაქცინის არსებობის პირობებში, 1000ზე მეტი შემთხვევის დაფიქსირება ძალიან სამწუხარო და იმედგამაცრუებელი ფაქტია. წითელას აფეთქების სავარაუდო მიზეზად, აცრებზე უარის თქმა სახელდება.

წითელა გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც გართულების შემთხვევაში ფატალურადაც მთავრდება. მისი სიმპტომები მოიცავს ხველას, გამონაყარს სხეულზე და მაღალ ტემპერატურას.

ავტორი: მარიამ გიგანი