უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ირაკლი ღარიბაშვილი

11:15 09-05-2019
43

საქართველოს თავდაცვითი ძალების გაძლიერება არავისკენ არ არის მიმართული. მიზნად მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობის გაზრდას ისახავს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში.

„ევროპამ ფართოდ გაგვიხსნა კარები და უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენ წარმატებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდე ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალები და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ეტაპობრივად,  ქვეყნის თავდაცვის ძალები გავაერთიანოთ და ნატოსთან მაქსიმალური თავსებადობას მივაღწიოთ.

საქართველოს თავდაცვითი ძალების გაძლიერება არავისკენ არ არის მიმართული. მიზნად მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობის გაზრდას ისახავს. საქართველო ნატოს ღირსეული პარტნიორია. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების განხორციელებას. უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება.

ამ დროისთვის საკომიტეტო ფორმატში უკვე მოუსმინეს მინისტრობის ხუთ კანდიდატს - მიხეილ ბატიაშვილს, ეკატერინე ტიკარაძეს, დავით ზალკალიანს, თეა წულუკიანსა და ვახტანგ გომელაურს.