Facebook-ზე ისევ პრობლემაა? - ქსელში მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრები გავრცელდა

10:40 09-05-2019
38

TechCrunch-ი უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უცნობმა პირებმა ქსელში მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნეს, რომელიც Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრებს შეიცავს. 

საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მომხმარებლების 419 მილიონზე მეტ ჩანაწერზე. 

თავად Facebook-ში აცხადებენ, რომ პირადი ექაუნთების გატეხვის დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს.

მათივე მტკიცებით, ეს მონაცემები ძველია, რომელთა მოგროვება იმ ფუნქციის დახმარებით მოხდა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.