ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული - სოფო კილაძე

10:38 09-05-2019
8

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს ეხმაურება. კილაძის თქმით, ოპოზიციას დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში ოპოზიციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის განვითარებისთვის. მან უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, კონკრეტული პროგრამები, ნაკლოვანებები და სწორედ ამით აღმოიფხვრას ხარვეზები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული, ისინი დგამენ სანახაობებს და შოუებს. სამწუხაროდ, მათ ოპოზიციის და თეატრის ფუნქციები ერთმენთში ერევათ“, - აცხადებს კილაძე.

ცნობისთვის, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს საკომიტეტო სხდომებს, სადაც მინისტრობის კანდიდატები საკუთარ პროგრამას წარადგენენ.