უნგრეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავა

10:31 09-05-2019
19

უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და  სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის  ვიზიტის შედეგად დაიგეგმება თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი უნგრეთის პრეზიდენტის  დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში განაცხადა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, უნგრეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია.

„უნგრეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, აქტიურად გვიჭერს მხარს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. არის საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან აქტიურიდამცველი და მხარდამჭერი”-  განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

იანოშ ადერი აგრეთვე ეწვევა საოკუპაციო ხაზს.