დავით კეზერაშვილი, მიშა მშვილდაძე და სხვები - როგორ გადანაწილდა „TV ფორმულას” წილები

09:59 09-05-2019
901

საჯარო რეესტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა. ის „TV ფორმულას” 51-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დანარჩენ 49 პროცენტს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები ინაწილებენ, ესენი არიან: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი - 12.25%-ს.

საინფორმაციო სამსახურს „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.

ცნობილია, რომ ახალ ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

1-ელ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის.