ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 20%-ის საკითხი

09:57 09-05-2019
100

ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LE FIGARO - სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც. მინდა, რომ საშუალება გვქონდეს იქ შესვლის, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს, - აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის LE FIGARO-თან ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.