26 წლის ბატი, რომელსაც ოსანაძეების ოჯახი შვილივით ზრდის

23:07 09-04-2019
338

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ბატი ვასია ოსანაძეების ოჯახში ცხოვრობს. ის ოჯახის მეხუთე წევრად მოიაზრება, რადგან ბატი უკვე 26 წელია ოჯახის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. 

ეს უცნაური ისტორია 1993 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა გულნარა მგელაძემ ინდაურს ბატის კვერცხები დაუდო. 6 კვერცხიდან მხოლოდ ერთი ჭუკი გამოიჩეკა. ოსანაძეებმა ბატის ჭუკი ბავშვივით გაზარდეს. შინაურმა ფრინველმაც დაუფასა ამაგი და მათ ისე იცავს, როგორც ძაღლი. თუ უცხო პირი შენიშნა, მაშინვე თავისებურ ხმას გამოსცემს.

ოჯახის დიასახლისი, გულნარა მგელაძე ამბობს, რომ ბატს დაბადების დღესაც უხდიან ხოლმე. ოჯახში ვასიას დაბადების დღეზე, განსაკუთრებულ საჭმელს ამზადებენ. 

გულნარა მგელაძეს მეუღლე პროფესიით მეზღვაურია. ის საყვარელ შინაურ ცხოველთან კომუნიკაციას სიშორის მიუხედავად სოციალური ქსელებით ინარჩუნებს.

როგორც აღმოჩნდა ბატს სასიყვარულო ისტორიაც ჰქონია. 

- ჰყავდა მეწყვილე. 7-8 თვის იყო, როცა ბებიაჩემმა დედალი ბატი მოიყვანა. 2 წელი იყვნენ ერთად, მაგრამ შემდეგ ვასიას „ცოლი“ გარდაეცვალა და ძალიან ინერვიულა.მოწყენილი და დადარდიანებული იყო, რადგან მას ძალიან შეეჩვია. ჩემი ქმარი ამბობდა, ახლა სად ვუშოვოთ „ცოლიო“. მერე ვიფიქრეთ, ისიც არ მოუკვდეს და ასე არ განიცადოს -თქო, ამიტომ აღარ მოვუყვანეთ.“ - ამბობს გულნარა მგელაძე.

ბატი იხვისებრთა ოჯახის ფრინველია, რომელიც საშუალოდ 80 წელს ცოცხლობს და დაახლოებით 6 კგ-ს იწონის. ვასიაც 6 კილოა. ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ვასიასთან ერთად კიდევ ბევრ წელს გაატარებენ.

წყარო: ჟურნალი „სარკე“