მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ის ხალხია, რომლებიც გადაწყვეტილებებს მონური მორჩილებით მიიღებენ

22:02 09-04-2019
25

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ზუსტად ის ხალხია, ვინც მოიაზრება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„დღეს ივანიშვილის ხელისუფლება დგას ორ ძირითად სვეტზე. ესენია სასამართლო სისტემა და ძალოვანი სისტემა. ეს არის ის, რითიც ივანიშვილი ცდილობს, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება და ხელისუფლება. რომელიმე სისტემის შერყევა მისთვის იქნება კატასტროფის ტოლფასი. ამიტომ არის სწორედ, რომ იმ მოსამართლეთა სიაში ზუსტად ის ხალხია, ვინც მოიაზრება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში. ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც მონური მორჩილებით მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც სურს ამ ხელისუფლებას. ზუსტად ასევე, შემდეგ პარლამენტი აწევს ხელს მონურად ყველა იმ კანდიდატზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება და ასე მიიღებს ივანიშვილი საბოლოოდ დამონებულ სასამართლოს სისტემას“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.