„ცემისგან ტვინის შერყევა მიიღო“ - ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ 

17:49 09-04-2019
4170

ტრანსგენდერი ქალი, რომლის ცემის გამოც პოლიციამ დღეს ერთი ადამიანი დააკავა, მომხდარზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ამის მიზეზია ის, რომ, მას „ქამინგაუთი“ ჯერ არ აქვს გაკეთებული.

თუმცა, „პრაიმტაიმმა“ მოახერხა მის მეგობარ, ტრანსგენდერ ქალთან, გაბრიელასთან დაკავშირება, რომელიც მომხდარის შესახებ დეტალურად გვიყვება. 

„მას უცნობ პიროვნებასთან ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი ჰქონდა. შემდეგ კი, აღნიშნული პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ცემა, რის შედეგადაც ტვინის შერყევა მიიღო. საავადმყოფოში არ დავრჩით თვითონ არ მოისურვა. მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ ხშირია და დაზღვეული არცერთი ჩვენგანი არ არის“ - აცხადებს გაბრიელა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ორგანიზაციაში „თანასწორობის მოძრაობა“ განუცხადეს, ძალადობის მსხვერპლმა ქალმა დახმარების თხოვნით 12 აგვისტოს მიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე  გამოძიება დაიწყო, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.