"სამეზობლოში რომ ესენი გეყოლებიან" - ვის ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი

16:16 09-04-2019
20585

მთავარ არხზე გადასული კომედი ჯგუფის ნაწილი ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს ფრაზით - პირველი ეთერისთვის ვემზადებით. როგორც ფოტოზე ჩანს, ვანო ჯავახიშვილთან ერთად იუმორისტული ჟანრის გადაცემებში ვიხილავთ - ვასო ფხაკაძეს, თათია სულუაშვილს, თამუნა ლეკვეიშვილს, ქართლოს ნატროშვილს, ნიკა კაკაბაძეს, ნიკა გრიგოლიას და სხვებს...

width=600

ვანომ პრაიმტაიმის ზარზე ასე გვიპასუხა: ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებ, ვმუშაობთ, ეთერში გასვლის თარიღი ვიცი, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით... 

ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე სწორედ ამ ფოტოებს აქვეყნებს წარწერით - სამეზობლოში რომ ესენი გეყოლებიან. პოსტზე მონიშნული ჰყავს ვანო ჯავახიშვილი, რომელსაც ეკითხება - რას მაჭმევთ რომ გადმოვიდე? ვანო პასუხობს - დიეტური არაფერი გვაქვს. 

width=600

ავტორი: თამარ გონგაძე