აეროპორტში ქალის ჩანთაში ჩვილი აღმოაჩინეს

15:49 09-04-2019
1497

დააკავეს ამერიკელი ქალი, რომელსაც ფილიპინებზე, მანილას საერთაშორისო აეროპორტში ჩანთით ჩვილი გადაჰყავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

რეგისტრაციისას 43 წლის ქალმა მხოლოდ საკუთარი საბუთები წარადგინა. თუმცა ბარგის შემოწმების დროს აეროპორტის თანამშრომლებმა მის ჩანთაში ჩვილი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მხოლოდ 6 დღისაა. ქალის მტკიცებით ის ბავშვის დედაა, მაგრამ მტკიცებულება ვერ წარადგინა. პოლიციამ საქმე ტრეფიკინგის მუხლით აღძრა.